ფეხბურთი

15:00 | 6.05.2014 | ნანახია [] - ჯერ

ვან გალი “მანჩესტერს” უახლოვდება

უახლოეს საათებში, “მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარ მწვრთნელად ლუის ვან გაალი დაინიშნება. ბრიტანული მედიის ცნობით, მხარეებს შორის შეთანხმება უკვე მიღწეულია და ოფიციალურ დადასტურებამდე დღეზე ნაკლებია დარჩენილი.

მოგეხსენებათ, 62 წლის სპეციალისტი ჰოლანდიის ეროვნულ ნაკრებს უდგას სათავეში. ვან გალი “ნარინჯისფერებს” მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატზე უთავკაცებს და ტურნირის დასრულების შემდეგ, საქმიანობას “ოლდ ტრაფორდზე” განაგრძობს.

ვან გალს ჰოლანდიის ფეხბურთის ფედერაციასთან კონტრაქტი სწორედ მუნდიალის დასრულების შემდეგ ეწურება.

 

0.114097