ლუი ვან გაალი “მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარ მწვრთნელად დანიშვნის შემთხვევაში კლუბის სატრანსფერო პრიორიტეტებს შეცვლის. Daily Mail-ის ცნობით, ზაფხულის სატრანსფერო სეზონზე “მანიუს” მთავარი სამიზნე მიუნხენის “ბაიერნის” ნახევარმცველი თომას მიულერი იქნება.
არაოფიციალური ინფორმაციით, 24 წლის გერმანელ ჰავბეკს ბავარიულ კლუბში დარჩენა თავად აღარ სურს და სავარაუდოდ ბრიტანულ შეთავაზებაზეც სერიოზულად დაფიქრდება.