ფეხბურთი

17:10 | 28.02.2014 | ნანახია [] - ჯერ

ვან გაალმა ოთხ დებიუტანტს უხმო

 

ჰოლანდიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ლუი ვან გაალმა საფრანგეთთან გასამართი ამხანაგური მატჩის შემადგენლობა დაასახელა.

განაცხადში 4 ისეთი ფეხბურთელი მოხვდა, რომლებსაც ეროვნულ გუნდში პირველი თამაშის ჩატარების შანსი ეძლევათ. ესენი არიან: კარიმ რეკიკი, დავი კლაასენი, კვინსი პრომესი და ჟან-პოლ ბოეტიუსი.

ჰოლანდიის ნაკრების განაცხადი ასე გამოიყურება:

მეკარეები: იასპერ სილესენი (“აიაქსი”), მიხელ ვორმი (“სონსი, ინგლისი), ჟერონ ზუტი (პსვ);

მცველები: დელი ბლინდი, იოელ ველტმანი (ორივე “აიაქსი”), დერილ იანმაატი, ბრუნო მარტინს ინდი (ორივე “ფეიენორდი”), კარიმ რეკიკი (პსვ), პოლ ვერჰარი (“აუგსბურგი”, გერმანია), რონ ვლაარი (“ასტონ ვილა”, ინგლისი), გრეგორი ვან დერ ვილი (პსჟ, საფრანგეთი);

ნახევარმცველები: იორდი კლასი (“ფეიენორდი”), დავი კლაასენი (“აიაქსი”), სტეინ სხაარსი (პსვ), უესლი სნეიდერი (“გალათასარაი, ჰოლანდია), კევინ სტროოტმანი (“რომა”, იტალია);

თავდამსხმელები: ჟან-პოლ ბოეტიუსი (“ფეიენორდი”), მემფის დეპაი (პსვ), კლას-იან ჰუნტელაარი (“შალკე”, გერმანია), დირკ კუიტი (“ფენერბაჰჩე”, თურქეთი), რობინ ვან პერსი (“მანჩესტერი”, ინგლისი), კვინსი პრომესი (“ტვენტე”), არიენ რობენი (“ბაიერნი”, გერმანია).

საფრანგეთი და ჰოლანდია ამხანაგურ მატჩს 5 მარტს, პარიზში გამართავენ.

0.120898