ფეხბურთი

15:07 | 13.08.2014 | ნანახია [] - ჯერ

ვან გაალი უკმაყოფილოა

"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთვნელი, ლუის ვან გაალი უკმაყოფილო დარჩა საკუთარი გუნდის თამაშით გუშინდელ ამხანაგურ შეხვედრაში, რომელშიც მისმა გუნდმა შინ "ვალენსია" დაამარცხა 2:1.

ამის შესახებ, ჰოლანდიელმა სპეციალისტმა მატჩის დასრულების შემდგომ "მანჩესტერის" ოფიციალური ვებგვერდისთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.

"მთავარია, რომ გავიმარჯვეთ, თუმცა ეს იყო ჩვენი ყველაზე ცუდი თამაში  სეზონისწინა მზადების მანძილზე". - განაცხადა ვან გაალმა.  

აღსანიშნავია,რომ 63 წლის მწვრთვნელისთვის აღნიშნული შეხვედრა სადებიუტო იყო "ოლდ ტრაფორდზე".

"ნასიამოვნები ვარ, რომ ქომაგები ჩემს სახელს სკანდირებდნენ" - დასძინა მან.

საუბრის ბოლოს ჟურნალისტებმა ვან გაალს ჯონი ევანსის, ანტონიო ვალენსიასა და ლუკ შოუს შესახებ კითხეს, რომელთაც მცირე ტრავმები აწუხებთ და გუშინდელ შეხვედრაში არ უთამაშიათ.

"ჯერჯერობით რაიმეს გადაჭრით თქმა არ შემიძლია.  უნდა დაველოდოთ თუ როგორ წავა მათი მომჯობინების პროცესი და მხოლოდ მატჩის წინ გავიგებთ, შეძლებენ თუ არა ისინი შაბათს თამაშს". - დაასრულა საუბარი ვან გაალმა.

შეგახსენებთ, რომ ინგლისის პრემიერლიგა 16 აგვისტოს იწყება და გახსნით მატჩს სწორედ "მანჩესტერ იუნაიტედი" ატარებს "ოლდ ტრაფორდზე", მისი მეტოქე უელსური "სუონსი" იქნება.

 ირაკლი ალიმბარაშვილი

0.116792