ჰოლანდიის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ლუი ვან გაალი ადასტურებს, რომ მან ლონდონის “ტოტენჰემის” ჩაბარებაზე უარი განაცხადა.
“ამ ეტაპზე, ორ ფრონტზე მუშაობის სურვილი არ მაქვს. ამიტომ, “ტოტენჰემს” უარი ვუთხარი. თუმცა, ერთ მშვენიერ დღეს, კიდევ ერთი შანსი მომეცემა. მწვრთნელის მუშაობის სპეციფიკა იმაში მდგომარეობს, რომ როცა დასაქმებული ხარ, შემოთავაზებებიც გაქვს, მაგრამ თუ უმუშევარი ხარ, შენზე მოთხოვნილება არაა.
მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ სამწვრთნელო კარიერის დასრულებას ვაპირებ, მაგრამ თუ ინგლისის პრემიერლიგიდან შემოთავაზება იქნება, დავფიქრდები. ინგლისში ჯერ არ მიმუშავია.” – ციტირებს ვან გაალის სიტყვებს Sky Sports-ი.