"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელი ლუის ვან გაალი, კლუბის ახალწვეულის, ინგლისის ეროვნული ნაკრების წევრის ლუკ შოუს ფიზიკური ფორმით უკმაყოფილოა. შედეგად, ჰოლანდიელმა სპეციალისტმა გადაწყვიტა, რომ ახალგაზრდა მცველმა ფორმაში შესასვლელად ინდივიდუალური ვარჯიში უნდა დაიწყოს.
"შევამჩნიე და საჭიროა ფეხბურთელმა ინდივიდუალურად ივარჯიშოს. შოუს ფორმაში შესვლა სჭირდება, რადგან იგი ჩემ მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს. ვესაუბრეთ მას და ერთად სავარჯიშო პროგრამაც დავგეგმეთ. იგი დამეთანხმა და ჯერჯერობით ვერ ვიტყვი რამდენი ხანი დასჭირდება ლუკს სასურველ ფორმაში შესასვლელად. იმედია, ფიზმომზადების მწვრთნელი ტონი სტრუდვიკა პოზიტიურ ცნობებს მომაწვდის ხოლმე", - განაცხადა ვან გაალმა.
გიორგი ბალახაძე