ჰოლანდიის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ლუის ვან გაალი გამოტყდა, რომ კარიერის დასრულებამდე ის ინგლისურ ფეხბურთში მუშაობასა და პრემიერლიგის მოგებას გეგმავს.
“ქვეყნის ჩემპიონატი ესპანეთსა და გერმანიაში მოვიგე. ვფიქრობ, იგივეს პრემიერლიგაში გამეორების დროა. სწორედ ამიტომ, ამ ჩემპიონატში მუშაობა მინდა.
ჩემი სურვილის კიდევ ერთი მიზეზი ინგლისურ ფეხბურთში არსებული განსაკუთრებული ატმოსფეროა.” – ციტირებს ვან გაალის სიტყვებს Agence France Presse.
ჰოლანდიელ სპეციალისტს მიზნის მიღწევის შანსი 2014 წლის შემდეგ ექნება. შეგახსენებთ, რომ ბრაზილიაში გასამართი მუნდიალის შემდეგ, ის ეროვნულ გუნდს დატოვებს.