ჰოლანდიის ეროვნული ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელი, ლუის ვან გაალი, “მანჩესტერ იუნაიტედში” მუშაობას დღეიდან შეუდგება. აღნიშნულ ინფორმაციას Sky Sports -ი ავრცელებს.
უკვე ცნობილია, რომ ჰოლანდიელის პირველი ინიციატივა ყოველი ვარჯიშის შემდეგ, საერთო სადილი იქნება, რაც, მისი აზრით, გუნდს კიდევ უფრო გააერთიანებს.
შეგახსენებთ, რომ ვან გაალის მიერ გაწვრთნილმა ჰოლანდიის ნაკრებმა გასულ მსოფლიოს ჩემპიონატზე მესამე ადგილი დაიკავა.
ლევან გოგოტიშვილი