მსოფლიოს ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი მწვრთნელი ლუი ვან გაალი იმედს გამოთქვამს, რომ მას “მანჩესტერ იუნაიტედშიც” ისეთივე შეკრული გუნდი ეყოლება, როგორიც მან ჰოლანდიის ნაკრებში დატოვა.
ლუი ვან გაალმა პირობა შეასრულა და ჰოლანდიას, რომელსაც ფავორიტად ცოტა თუ მიიჩნევდა, მსოფლიოს ჩემპიონატზე 7 თამაში ათამაშა. თავიდანვე ცნობილი იყო, რომ გამოცდილი სპეციალისტი ნაკრებს მუნდიალის დასრულების შემდეგ დატოვებდა და “მანჩესტერ იუნაიტედს” ჩაიბარებდა.
“იმედი მაქვს, რომ “მანჩესტერ იუნაიტედში” ისეთივე შეკრული და ერთიანი გუნდი მეყოლება, როგორც ჰოლანდიის ნაკრებში.
მინდა, ახალ გუნდში ჩემი საუკეთესო თვისებები წარმოვაჩინო. არ ვიცი, დააკმაყოფილებთ თუ არა “მანჩესტერის” გულშემატკივრებს ჩემი მუშაობა, მაგრამ მინდა მჯეროდეს, რომ მათ მოვეწონები.” – ციტირებს ვან გაალის სიტყვებს BBC.