ფეხბურთი

22:24 | 15.05.2014 | ნანახია [] - ჯერ

ვან გაალი გიგზს დატოვებს, ვან დერ სარს დააბრუნებს

 ჰოლანდიელი სპეციალისტის ლუის ვან გაალის „მანჩესტერ იუნაიტედის“ მთავარ მწვრთნელად დანიშვნის საკითხი გადაწყვეტილი და დროის ამბავია. დღეს ქალაქ ნორდვეიკის ერთ-ერთ სასტუმროში ვან გაალი მანკუნიანელთა დროებით დამრიგებელს რაიან გიგზს შეხვდა და უელსელს ასისტენტობა შესთავაზა.

მანჩესტერელთა მეკარეთა მწვრთნელად კი დიდი ალბათობით ოლდ ტრაფორდელთა ყოფილი მეციხოვნე ედვინ ვან დერ სარი დაინიშნება. გოლკიპერთა ამჟამინდელი მწვრთნელი კრის ვუდსი მალე პოსტს დატოვებს, მის შემცვლელად კი ვან გაალს ვან დერ სარის კანდიდატურა სურს.

ვან დერ სარი „მანჩესტერ იუნაიტედის“ კარს 2011 წლამდე იცავდა. აქტიური კარიერის დასრულების შემდეგ სერ ალექს ფერგიუსონი მას მეკარეთა მწვრთნელობას სთავაზობდა, მაგრამ 3 წლის წინათ ედვინმა ოჯახის წევრებთან მეტი დროის გატარების საბაბით შოტლანდიელის წინადადება უარყო. ამასობაში ვან დერ სარმა მართვის კურსები დაასრულა და ამსტერდამის „აიაქსის“ მარკეტინგის დირექტორადაც მუშაობა მოასწრო.

0.120323