ფეხბურთი

18:51 | 1.08.2014 | ნანახია [] - ჯერ

ვან დერ ვარტმა ქპრ უარყო

“ჰამბურგის” ნახევარმცველმა რაფაელ ვან დერ ვარტმა განაცხადა, რომ ლონდონის “ქუინზ პარკ რეინჯერსში” გადასვლას არ გეგმავს. გავრცელებული ინფორმაციით, ჰოლანდიელის ხილვა ქპრ-ს დამრიგებელ ჰარი რედნაპს სურდა.

“რედნაპთან არ მისაუბრია. ფეხბურთში რამის წინასწარ თქმა ძნელია, მაგრამ ქპრ-სთან კონტაქტი ნამდვილად არ მქონია. “ტოტენჰემში”, რედნაპთან ბრწყინვალე დამოკიდებულება მქონდა, რადგან შესანიშნავი მწვრთნელია. მეც კარგ ფორმაში ვიყავი – პირველ სეზონში 12 გოლი გავიტანე, მეორეში – 13”, - განუცხადა ვან დერ ვარტმა ბრიტანულ მედიას.

შეგახსენებთ, რომ ქპრ-მ ჩემპიონლიგას თავი დააღწია და ინგლისის პრემიერლიგის საგზური მოიპოვა.

 

0.120634