ფეხბურთი

14:23 | 28.05.2014 | ნანახია [] - ჯერ

ვან დერ ვაარტი მუნდიალს გამოტოვებს

31 წლის ჰოლანდიელი ნახევარმცველი რაფაელ ვან დერ ვაარტი მსოფლიო ჩემპიონატზე ვერ ითამაშებს. მან ვარჯიშზე ტრავმა მიიღო და მოკლე დროში მისი გამოჯანმრთელება გამოირიცხა.

"ჰამბურგის" ნახევარმცველს ჯერ სურდო ჰქონდა და ვერ ვარჯიშობდა. შემდეგ ინდივიდუალურად მზადება დაიწყო, მაგრამ ფეხი იტკინა და აღმოჩნდა, რომ სამკურნალო აქვს.

ვან დერ ვაარტს ჰოლანდიის ნაკრებში 109 მატჩი ჩაუტარებია და 25 გოლი გაუტანია.  

0.120009