ფეხბურთი

17:25 | 25.06.2013 | ნანახია [] - ჯერ

ვან ბომელს 19 ივლისს გააცილებენ

 

19 ივლისს, ეინდჰოვენში, “ფილიპსის” სტადიონზე, ფეხბურთიდან ცნობილ ჰოლანდიელ ნახევარმცველს, მარკ ვან ბომელს გააცილებენ. 36 წლის ვან ბომელმა სახელი ამ სტადიონის მესაკუთრე პსვ-ში თამაშით გაითქვა და კარიერაც ამ კლუბში დაასრულა.

გავრცელებული ინფორმაციით, პსვ-სა და ვან ბომელის მეგობრებს შორის გასამართ მატჩში მონაწილეობას ლუკ ნილისი, მატეა კეჟმანი, იაპ სტამი, იოან ფოგელი, არნოლდ ბრიუგინკი, ჯონ დე იონგი, უილფრედ ბოუმა, ჯოვანი ვან ბრონხორსტი და როი მაკკაი მიიღებენ. ასევე ცნობილი ხდება, რომ ვან ბომელის მეგობრებს ბერტ ვან მარვეიკი უთავკაცებს.

მარკ ვან ბომელს სიტარდის “ფორტუნაში”, პსვ-ში, “ბარსელონაში”, “ბაიერნსა” და “მილანში” უთამაშია.

0.120352