ფეხბურთი

15:05 | 31.05.2013 | ნანახია [] - ჯერ

ვალვერდეს “ბარსას” ინტერესი არ ახარებს

ესპანური “ვალენსიას” მთავარი მწვრთნელი ერნესტო ვალვერდე აცხადებს, რომ ის “ბარსელონას” მხრიდან მისით დაინტერესებით დიდად მოხიბლული არაა. ამის მიზეზი კატალონიელთა მთავარი მწვრთნელის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემებია.

“ბარსას” მთავარ მწვრთნელს, ტიტო ვილანოვას, ყელის სიმსივნის აღმოჩენის შემდეგ, ოპერაცია 2-ჯერ ჩაუტარდა. კატალონიური კლუბის წარმომადგენლები ირწმუნებიან, რომ მწვრთნელს ჯანმრთელობის მხრივ ყველაფერი რიგზე აქვს და ის მომდევნო სეზონშიც “ბარსელონაში” იმუშავებს. მიუხედავად ამისა, პრესაში რამდენჯერმე გავრცელედა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, კლუბის ხელმძღვანელობა სათადარიგო ვარიანტებს განიხილავს იმ შემთხვევისთვის, თუ ვილანოვამ გუნდის გაწვრთნა ვეღარ მოახერხა. ერთ-ერთ კანდიდატად ამჟამად “ვალენსიაში” მომუშავე ერნესტო ვალვერდე სახელდება.

“როგორც წესი, “ბარსელონას” დონის გუნდის მხრიდან წამოსული ინტერესი ყველას ახარებს. თუმცა, ახლა, სიხარულის მიზეზი არ მაქვს, რადგან ვიცი, რომ “ბარსას” მთავარ მწვრთნელს რთული პერიოდი უდგას.” – ციტირებს ვალვერდეს სიტყვებს intereconomia.com.

0.223482