თამაშგარე

10:35 | 19.06.2013 | ნანახია [] - ჯერ

ვალუევი და დათვი

 

ცნობილი რუსი მოკრივე ნიკოლაი ვალუევი ჩვენი “ტკბილი” მეზობლების ქვეყანაში ერთობ დაფასებული კაცია. პოპულარული მოკრივე რუსეთის დუმის წევრიცაა და როგორც ჩვენში იტყვიან, თავის საქმეში და არა მხოლოდ თავის საქმეში, ვალუევი ჭკუამოსაკითხი კაცია.

მაგრამ ცხოვრებაში დგება მომენტები, როდესაც ყველა ადამიანი აჩვენებს საკუთარ სახეს. ასეთი დროება კი ვალუევს სულ ცოტა ხნის წინ დაუდგა, როდესაც არხანგელსკის ოლქში სანადიროდ წასულმა, ჭეშმარიტი იდიოტიზმი გამოამჟღავნა და ინტერნეტში ფოტოები გაავრცელა, სადაც მოკლული დათვის გვერდით მჯდომი  თოფით ხელში “მარიაჟობს”.

არხენგელსკის ოლქში თავის დროზე დათვები მრავლად იყვნენ, მაგრამ ბოლო 30 წელია, რაც ვალუევისთანა “მონადირეების” გამოისობით, დათვების რიცხვი შემცირდა და ამ ცხოველზე ნადირობა აკრძალულია. სწორედ ამიტომ, რუსი გარემოსდამცველების ზეწოლით, ვალუევზე გვარიანი ჯარიმა გამოიწერება და იმედია, პარლამენტარ-მოკრივე ამის შემდეგ მაინც ისწავლის ჭკუას.

0.136771