მილანის "ინტერის" მთავარი მწვრთნელი ვალტერ მაცარი, "სასუოლოსთან" გასამართი მატჩის წინ, საკუთარი გუნდის შესახებ ისაუბრა.
"ჩვენი გუნდი ძლიერი გახდა. შემიძლია გითხრათ, რომ ფეხბურთელები, რომლებიც მოედანზე გავლენ, მატჩის მოსაგებად ყველაფერს გაიღებენ. შემტევი ფეხბურთი მომწონს. ბედნიერი ვარ, როდესაც ლამაზ თამაშს ვუყურებ, მაგრამ ამის მიღწევას ბევრი შრომა სჭირდება. ვიმედოვნებთ, მოედანზე გავალთ და ხარისხიან ფეხბურთს ვითამაშებთ." - განაცხადა მაცარმა.
შეგახსენებთ, რომ მილანის "ინტერის" და "სასუოლოს" დაპირისპირება კვირას, თბილისის დროით 17:00 საათზე დაიწყება.
გიორგი ბალახაძე