ფეხბურთი

14:15 | 26.09.2013 | ნანახია [] - ჯერ

ვალტერ ძენგა: “გამეხარდება თუ მჭედლიძეს სერია А-ში ვიხილავ”

იტალიის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ექსმეკარე ვალტერ ძენგამ, ინტერნეტგამოცემა palermo24.net-თან საუბარში განაცხადა, რომ ლევან მჭედლიძესა და აბელ ერნანდესს, “პალერმოში” პრობლემები პროფესიონალიზმთან დაკავშირებით შეექმნათ.

“მახსოვს, “პალერმოს” პრეზიდენტ ძამპარინის ვესაუბრე და მითხრა, რომ სასწრაფოდ ორი ახალგაზრდა თავდამსხმელი, აბელ ერნანდესი და ლევან მჭედლიძე შეიძინა. თუმცა, ყველაფერი პროფესიონალიზმზეა დამოკიდებული. ყველა რომ ბუფონივით პროფესიონალი იყოს, იდეალური იქნებოდა”, – განაცხადა ძენგამ, რომელიც მჭედლიძის “პალერმოში” ყოფნის დროს, სიცილიელთა მთავარი მწვრთნელი იყო.

- თუმცა, ასაკი მათ მხარესაა. დრო კიდევ აქვთ, რომ დაკარგული აღიდგინონ...

- ერნანდესისთვის, გარკვეულწილად, ასეა. მჭედლიძე კი დაიკარგა, არადა, ჰქონდა თვისებები, რომ ეთამაშა.

- ქართველი “პარმამ” მიიწვია...

- გამეხარდება, თუ მას სერია А-ში ვიხილავ, რადგან თამაში შეუძლია.

აქვე გეტყვით, რომ მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ, მჭედლიძე, რომელიც ამჟამად სერია B-ს ლიდერ “ემპოლიში” გამოდის, კარიერას “პარმაში” გააგრძელებს.

0.13524