ფეხბურთი

2:35 | 22.02.2014 | ნანახია 1134 - ჯერ

„ვალიადოლიდმა“ და „ლევანტემ“ ქულები გაიყვეს

ესპანეთის პრიმერა დივიზიონის 25-ე ტურის გახსნით მატჩში, „ლევანტე“ „ვალიადოლიდს“ ესტუმრა და შინ ქულით დაბრუნდა. გუნდებმა გოლები და, შესაბამისად, ქულები გაცვალეს.

25-ე წუთზე, ვალენსიელთა ფორვარდმა ვიქტორ კასადესუსმა თავური დარტყმით დააწინაურა თავისი გუნდი, რის შემდეგაც სტუმრებმა უკან დაიხიეს და დაცვით ტაქტიკაზე გადავიდნენ. „ვალიადოლიდი“ სათამაშო უპირატესობას დაეუფლა და 52-ე წუთზე, ხავი გერას გოლით, წონასწორობაც აღადგინა, მაგრამ მეტის გაკეთება ვეღარ შეძლო.

მასპინძლებს გამარჯვების გოლის გატანის შანსი რამდენჯერმე მიეცათ, მაგრამ ტაბლოზე დაფიქსირებული 1:1 აღარ შეცვლილა.

 

ვალიადოლიდი. „ხოსე სორილია“. 15000

ვალიადოლიდი - ლევანტე  1:1(0:1) 

ვალიადოლიდი: მარინიო, რუედა, რუკავინა, პენია, მიტროვიჩი, ალვარო (ომარი 73), ლარსონი (პერესი 73), როსი, რამა, გერა, ოსორიო (მანუშუ 84).

მწვრთნელი: ხუან იგნასიო მარტინესი

ლევანტე: ნავასი, ნავარო, ხუანფრანი, ლოპესი (ელ-ზჰარი 56), კარაბელასი, ვინტრა, დიოპი, სიმანი, ივანშიცი (გარსია 64), კასადესუსი (სისოკო 84), ბარალი.

მწვრთნელი: ხოაკინ კაპაროსი

გოლი: 0:1 კასადესუსი (25), 1:1 გერა (52)

გაფრთხილება: რამა (38), მიტროვიჩი (75), გერა (83) - ივანშიცი (4), ბარალი (20), სიმანი (83)

კარში დარტყმა: 11 (2) – 3 (1) ჯარიმა: 13 - 16 კუთხური: 4 - 1 თამაშგარე: 0 - 1 ბურთის ფლობა: 67% - 33% სეივი: 0 – 1


კომენტარები (4)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

16:48 | 22.02.2014
TheGreatDanton (540)

ჩელსი ევერტონი. პირდაპირი რეპორტაჟი, მაგარი ხარისხით, საიტზევე უყურებთ
0?'>http://www.cup.ge/onematchordainary/5171--.html':'>http://www.cup.ge/onematchordainary/5171--.html'))

12:35 | 22.02.2014
Oto. (4710)

ეს ლევანტე რა გახდა..მომავალ ტურში მაინც წავაგებინებ ოსასუნასთან :@:@:

11:09 | 22.02.2014
alejandro (44439)

აუ ხავი გუერა ძალიან მაგრად მევასება,კაი ფორვარდია!

10:54 | 22.02.2014
ficxela10 (4839)

იმ ქომაგთა საყურადღებოდ რომელიც დღეს აპირებს თამაშზე რუსეთის ჰიმნის დროს უკრაინის სკანდირებას::::::::::::::::::: პატივი ეცით მორაგბეებს როგორც ჩვენსას ისე რუსებისას, რუსეთის რაგბის ფედერაციამ 2008 წელს დაგმო პუტინის საქციელი, ჩვეენი რაგბისტები არ არიან ისეთი ადამიანები რომ უპატივცემულობა გამოვავლინოთ მათ წინაშე, ჰიმნზე უკრაინის სკანდირებით შეურაცყოფას მივაყენებთ რუს რაგბისტებს და არა პუტინს რომელიც საერთოდ არ უყურებს ამ მატჩს, ამიტომ ყველამ გავიაზროთ რას ვაკეთებთ და ნუ გავხდებით პროვოკატორები, ჩადით საზღვარზე რუს მესაზღვრეებთან და გინდა უკრაინა ეძახეთ გინდ დე დ ა აგინეთ პუტინს, მართლა მაგის დე დ ა ცცცცცცცცცცცცცცცცცცცცც

18:15 | 22.02.2014
Tifoz Di MALDINI (18767)

+ მართალი ხარ!!!!!!11

11:21 | 22.02.2014
abuka (1007)

გეთანხმები 100%! უკრაინა-უკრაინა თამაშის დროს ვიყვიროთ,დაწყებამდეც და დამთავრების მერეც შეიძლება,მაგრამ არამც და არამც ჰიმნის დროს!!!!

0.065385