ფეხბურთი

2:23 | 26.10.2013 | ნანახია [] - ჯერ

„ვალიადოლიდი“ მშვიდად იგებს

პარასკევს, ესპანეთის პრიმერა დივიზიონის მე–10 ტური, „რაიო ვალიეკანოსა“ და „ვალიადოლიდის“ მატჩმა გახსნა. ბევრისთვის მოულოდნელად, სტუმრებმა დიდი ანგარიშით იმარჯვეს და შინ დამსახურებული 3 ქულით დაბრუნდნენ.

პირველი ტაიმის დასკვნით 15 წუთში, პატრიბ ებერტისა და ხავი გერას გოლების წყალობით, სტუმრებმა 2–ბურთიანი უპირატესობა მოიპოვეს და შესვენებაზე სასურველი ანგარიშით გავიდნენ.

მე–2 ნახევრის დებიუტში, დანიელ ლარსონმა მესამედ აიღო მასპინძელთა კარი და როგორც შემდეგ გაირკვა, საბოლოო შედეგი – 0:3 დააფიქსირა.

 

მადრიდი. „კამპო დე ვალიეკასი“. 12000

რაიო – ვალიადოლიდი 0:3 (0:2)

რაიო: რუბენი, არბილია, ტიტო, ხალვესი, მოხიკა, ტრასორასი, ბაენა (ბანგურა 46), კასტილიო (ბუენო 63), ფალკე, ვიერა, პერეა (ლარივეი 46).

მწვრთნელი: პაკო ხემესი

ვალიადოლიდი: მარინიო, რუედა, რუკავინა, ვალიენტე, პენია, ებერტი (ლარსონი 46), ბარაჰა (ალვარო 79), როსი, რამა, მანუშუ, გერა (ალკატრასი 74).

მწვრთნელი: ხუან იგნასიო მარტინესი

გოლი:  0:1 ებერტი (31), 0:2 გერა (39), 0:3 ლარსონი (48)

გაფრთხილება: ხალვესი (39), ბანგურა (59) – ბარაჰა (7), მანუშუ (72)

კარში დარტყმა: 17 (4) – 9 (6) ჯარიმა: 7 - 27 კუთხური: 8 - 1 თამაშგარე: 3 - 4 ბურთის ფლობა: 71% - 29% სეივი: 3 – 4

0.130379