მეგოლფე ქალი, ვალერია ოჩოა, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო პეროდში განსაკუთრებული სპორტული მიღწევებით აღარ გამოირჩევა, კარიერულ წარუმატებლობას ნაკლებად განიცდის, რადგან მშვენიერმა ვალერიამ წარმატებას ამჯერად სულ სხვა “ფრონტზე“ მიაღწია.
წარმოშობით კოლუმბიელი მეგოლფე ზედიზედ მოერე წელია, ამერიკელ მეგოლფე ქალთა შორის ყველაზე სექსუალურად სახელდება. ყველაზე მნიშვნელოვანი კი ისაა, რომ როდესაც ვალერია ოჩოას ფოტოებს ათვალიერებ, ძნელია ეჭვი შეიტანო ამერიკელი ჟურნალისტების კომპეტენტურობასა და არჩევანში.
ვალერია ბოლო პერიოდში ასევე ხშირად ჩნდება სხვადახვა სარეკლამო კლიპებში. ვალერია ოჩოა არეკლამებს ქალის თეთრეულს, უალკოჰოლო გამაგრილებელ სასმელებს და ქალის ფეხსაცმელებს. ამის შემდეგ, აბა რაღა გასაკვირია, ვალერია ოჩოა თავის უშუალო ხელობაში – გოლფის თამაშში განსაკუთრებული მიღწევებით რომ ვეღარ გამოირჩევა. სადღა სცალია გოლფისათვის?!..