ინტერვიუები

22:45 | 9.02.2013 | ნანახია [] - ჯერ

ვალერი იობაშვილი: ,,მაშინ, ისევ ,,მერანში“ ვითამაშებ“

ადრეც ვიტყობინებოდით, რომ მარტვილის ,,მერანის“ ცენტრალური მცველი და ბოლოდროინდელი კაპიტანი ვალერი იობაშვილი, ერთ-ერთ ჩინურ კლუბში ისინჯებოდა. ახლახან, 24 წლის ფეხბურთელი უცხოეთიდან დაბრუნდა და დღეს ,,მერანის“ შემადგენლობაში, ,,სამტრედიის“ წინააღმდეგ საკონტროლო მატჩშიც ითამაშა.
ბუნებრივია, ვალერი იობაშვილს უცხოური ვოიაჟის თაობაზე ვკითხეთ.
- საინტერესოა, ჩინეში როგორ აღმოჩნდით?
- იქაური საფეხბურთი აგენტის მეშვეობით, მგზავრობის ხარჯებიც სრულად მან გაიღო. თან წავიღეთ ჩემი თამაშის ამსახველი ვიდეომასალა.
- რომელ გუნდში ისინჯებოდით?
- ჩინეთის რანგით მეორე ლიგის ,,გუანჯოუში“, სინჯებზე 10 დღე ვიყავი. 3 საკონტროლო მატჩში ვითამაშე, 2-ში შეუცვლელად.
- და რა შთაბეჭდილება დატოვე?
- ეგ მწვრთნელმა უნდა იცოდეს. სინჯებზე ბევრნი იყვნენ, მათ შორის უცხოელებიც. იქ ჩემპიონატი 3 მარტს იწყება. მეც, პასუხს ველოდები.
- იქაური გუნდებისთვის, ლეგიონერების ლიმიტი თუ არის დაწესებული?
- ერთდრდროულად, მხოლოდ 3 ლეგიონერის თამაშია შესაძლებელი. ,,გუანჯოუს“ თითო მცველის და ნახევარმცველის დამატება სურს და, ვნახოთ.
- ჩინეთიდან თუ არ შეგეხმიანენ?
- მაშინ, ისევ ,,მერანში“ ვითამაშებ. თავისუფალი აგენტი ვარ და  მოკლევადიან კონტრაქტს დავთანხმდები.


იუზა კაციტაძე

0.175393