ევროპაში სახელგავარდნილმა რუსმა მოდელმა, ვალენტინა ზელიაევამ ფეხი შედგა თუ არა მსოფლიო პოდიუმზე, უმალვე დიდი პოპულარობა მოიხვეჭა და როგორც ჩაცმა-დახურვის მოყვარულთა ვებგვერდები იუწყებიან, მშვენიერმა ვალენტინამ პოპულარობით უწინ პოდიუმზე გამოსული ყველა თანამემამულე გოგონა გადასწონა.
მიუხედავად იმისა, რომ ვალენტინა ზელიაევა ძირითადად პარიზში (მსოფლიო მოდის დედაქალაქში) ცხოვრობს და მოღვაწეობს, წელიწადში რამდენჯერმე რუსეთს და თავის მშობლიურ მოსკოვსაც აკითხავს, სადაც მისი მშობლები დღემდე ცხოვრობენ.
ერთ-ერთი უკანასკნელი ჩასვლის დროს, მშვენიერი ვალენტინა საფეხბურთო კლუბმა, მოსკოვის “ლოკომოტივმა” მიიწვია და კლუბის სახედ ქცევა შესათავაზა. პოპულარული რუსი მოდელის პასუხი ჯერჯერობით არ არის ცნობილი, მაგრამ თუკი სამოდელო სახლებმა ამის ნება დართეს, წესით მსგავს საინტერესო წინადადებაზე უარი არ უნდა თქვას.