ფეხბურთი

12:05 | 31.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

“ვალენსიას” ტორესი სურს

“ვალენსიას” სამწვრთნელო შტაბი “ჩელსიდან” ესპანეთის ნაკრების თავდამსხმელის ფერნანდო ტორესის გადაყვანას ცდილობს. ესპანური პრესის ცნობით, “ღამურებმა” უკვე წამოიწყეს მოლაპარაკება ფეხბურთელის პირად აგენტთან.

ტორესს ბოლო თვეებში, ინტერვიუებში არაერთხელ უთქვამს, რომ მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატში მონაწილეობა სურს. ამისთვის მას პირველ ყოვლისა სათამაშო პრაქტიკა სჭირდება. “ჩელსის” მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო კი ამის გარანტიას მას ვერ აძლევს.

“ვალენსია” თავდამსხმელ რობერტო სოლდადოს ღირსეულ შემცვლელს ეძებს. ეს უკანასკნელი სავარაუდოდ “ტოტენჰემში” გააგრძელებს კარიერას. 


 

 

0.113344