“ტოტენჰემის” სამწვრთნელო შტაბი მომავალი სეზონის წინ თავდასხმის გაძლიერებას რომ გეგმავს, ევროპულ სპორტულ გამოცემებში უკვე არაერთგზის დაიწერა. რამდენიმე კანდიდატი ფორვარდის ვინაობაც გახმაურდა და მათ შორის ერთ-ერთია ვალენსიელი რობერტო სოლდადო.
ლონდონური კლუბის ხელმძღვანელობა მზადაა, ესპანეთის ნაკრების ფეხბურთელის სანაცვლოდ 20 მილიონი ევრო გადაიხადოს, მაგრამ ეს თანხა “ვალენსიას” ხელმძღვანელობას არ აკმაყოფილებს, რადგან 10 მილიონით მეტის აღება სურს.