ფეხბურთი

19:32 | 19.02.2013 | ნანახია [] - ჯერ

“ვალენსიას” რამი გამოაკლდა

ესპანური “ვალენსიას” მცველი ადილ რამი ტრავმირებულია. უეფას ოფიციალური საიტის ცნობით, ფრანგს კუნთი აქვს გაწყვეტილი.
რამიმ ტრავმა “მალიორკასთან” ესპანეთის პრიმერა დივიზიონის უკანასკნელი ტურის მატჩში მიიღო. ფრანგს დეტალური სამედიცინო გამოკვლევა ჩაუტარდა, რომლის შემდეგაც გაირკვა, რომ მცველს სულ ცოტა 3 კვიის გამოტოვება მოუწევს.
ამგვარად, რამი პსჟ-სთან ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალის საპასუხო მატჩში ვერ ითამაშებს. აღნიშნული დაპირისპირება 6 მარტს ჩატარდება.

0.111653