ფეხბურთი

17:57 | 11.02.2014 | ნანახია [] - ჯერ

“ვალენსიას” ორიოლ რომეუ 4-6 კვირით გამოაკლდა

“ვალენსიას” ნახევარმცველი ორიოლ რომეუ ფებურთის თამაშს უახლოესი 4-6 კვირის განმავლობაში ვერ მოახერხებს. ამის მიზეზი ერთ-ერთ ვარჯიშზე მიღებული ტრავმაა.

Marca-ს ცნობით, სამედიცინო შემოწმების შემდეგ გაირკვა, რომ 22 წლის ფეხბურთელს მარჯვენა მუხლის მყესი აქვს დაზიანებული და მის მკურნალობას ოთხიდან ექვს კვირამდე დასჭირდება.

ორიოლ რომეუ “ვალენსიაში” “ჩელსიდანაა” განათხოვრებული. მიმდინარე სეზონში მან 13 თამაში ჩაატარა, აქედან 9 ლა ლიგაში.

0.12231