„ვალენსიას“ ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს. ეს თანამდებობა პორტუგალიელმა ნუნუ ესპირიტუ სანტუმ დაიკავა. აღნიშნულ ინფორმაციას football.ua ავრცელებს.
40 წლის სპეციალისტმა, რომელიც მანამდე „რიუ ავეს“ წვრთნიდა, „ღამურებთან“ ერთწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. გუნდის წარმატებული გამოსვლის შემთხვევაში, ხელშეკრულება ავტომატურად, კიდევ ერთი სეზონით გახანგრძლივდება.
მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ „ვალენსიას“ მომავალი მფლობელი სინგაპურელი ბიზნესმენი, პიტერ ლიმი გახდება, კლუბის უკვე ყოფილი მწვრთნელის, ხუან ანტონიო პიცის დაკავებული თანამდებობიდან შესაძლო გათავისუფლების შესახებ ბევრი საინფორმაციო წყარო ალაპარაკდა. რამდენიმე დღის წინ კი, ეს ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა.
ლევან გოგოტიშვილი