ფეხბურთი

14:14 | 29.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

“ვალენსიას” ჟირუ მოუნდა

 

ლონდონის “არსენალის” ფრანგი თავდამსხმელი ოლივიე ჟირუ, ესპანური “ვალენსიას” ინტერესთა სფეროში მოექცა. კლუბის შეტევების ლიდერი რობერტო სოლდადო, მიმდინარე ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში, დიდი ალბათობით, გუნდს დატოვებს და 26 წლის ფრანგიც, მის შემცვლელად მოიაზრება.

Cadena Cope-ს ცნობით, შესაძლო გარიგების ფინანსური დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

ჟირუ “არსენალში” შარშან, “მონპელიედან” გადავიდა და ინგლისის პრემიერლიგის 34 მატჩში 11 გოლი გაიტანა. მის ანგარიშზე 4 შედეგიანი გადაცემაცაა.

 

 

0.116947