ფეხბურთი

17:01 | 30.01.2014 | ნანახია [] - ჯერ

“ვალენსიამ” სეიდუ კეიტა პრიმერაში დააბრუნა

ესპანური “ვალენსიას” შემადგენლობა ჩინური “დალიან აერბინის” ნახევარმცველით – სეიდუ კეიტათი გაძლიერდა. “ღამურების” ოფიციალური საიტი ადასტურებს, რომ 34 წლის მალელი სეზონის ბოლომდე ესპანეთის პრიმერა დივიზიონში ითამაშებს.

ფეხბურთელსა და კლუბს შორის 6-თვიანი ხელშეკრულებაა გაფორმებული. შესაძლოა, მხარეებმა თანამშრომლობა მომდევნო სეზონშიც განაგრძონ.

შეგახსენებთ, რომ კეიტას “ლანსში”, “სევილიასა” და კატალონიის “ბარსელონაში” უთამაშია. “ბლაუგრანას” შემადგენლობაში, აფრიკელმა ჩემპიონთა ლიგის თასი 2-ჯერ, ესპანეთის პრიმერა დივიზიონი კი, 3-ჯერ მოიგო.

 

0.159529