ფეხბურთი

19:24 | 9.05.2014 | ნანახია [] - ჯერ

“ვალენსიამ” როდრიგო დე პოლი გაიფორმა

19 წლის არგენტინელი შემტევი ნახევარმცველი როდრიგო დე პოლი კარიერას “ვალენსიაში” განაგრძობს. ესპანურმა კლუბმა ეს ინფორმაცია ოფიციალურად დაადასტურა.

არგენტინელი მარცხენაფლანგელი აველანედას “რასინგში” 2012 წლიდან თამაშობდა. ჩატარებულ 56 მატჩში მან 6 გოლი გაიტანა და ქვეყნის ერთ-ერთ უმთავრეს იმედადაც იქცა.

ოფიციალური ინფორმაციით, “ვალენსია” 19 წლის ფეხბურთელში 6.5 მილიონ დოლარს გადაიხდის.

0.116296