ესპანური “ვალენსია” “სარაგოსას” ფორვარდის – ელდერ პოშტიგას შეძენასთან ახლოსაა. Marca-ს ცნობით, “ღამურები” ლონდონის “ტოტენჰემში” გადასული რობერტო სოლდადოს შემცვლელს აქტიურად ეძებენ და ასეთად სწორედ პორტუგალიელს განიხილავენ.
თუკი ტრანსფერი შედგება, “სარაგოსა” 2.5 მილიონიდან 3 მილიონ ევრომდე მიიღებს. თავდამსხმელი ახალ კლუბთან 2-წლიან კონტრაქტს გააფორმებს.
ცნობისათვის, ესპანეთის ჩემპიონატის გასულ სეზონში, პოშტიგამ 37 მატჩი ჩაატარა და 14 გოლი მიითვალა.