ფეხბურთი

12:13 | 1.10.2013 | ნანახია [] - ჯერ

“ვალენსია” მეკარის გარეშე დარჩა

ესპანური “ვალენსიას” ძირითადმა კარის დარაჯმა დიეგო ალვეშმა “რაიო ვალეკანოსთან” მატჩში ტრავმა მიიღო.

Football Espana-ს ცნობით, 28 წლის ბრაზილიელმა ფეხი დაიზიანა და ის გუნდს მინიმუმ ოთხი კვირით დააკლდება.

დიეგო ალვეში “ვალენსიაში” 2011 წლიდან ირიცხება. ის შარშან იქცა გუნდის ძირითად მეკარედ და წლევანდელ სეზონში პრიმერა დივიზიონის შვიდივე მატჩში მიიღო მონაწილეობა. ახლა შანსი ვისენტე გუაიტს მიეცემა, რომელიც აქამდე მხოლოდ სათადარიგოთა სკამზე ხვდებოდა.

0.115727