ფეხბურთი

23:09 | 30.05.2014 | ნანახია [] - ჯერ

“ვალენსია” ლიორენტეს ყიდვას ეცდება

ტურინის “იუვენტუსის” ესპანელ თავდამსხმელს, ფერნანდო ლიორენტეს სამშობლოში დაბრუნების შანსი აქვს. მას “ვალენსია” ეპატიჟება.

“ღამურებმა”, ცოტა ხნის წინათ, მესაკუთრე გამოიცვალეს. ესპანური კლუბი სინგაპურელმა პეტერ ლიმმა შეიძინა, რომელიც სატრანსფერო ბაზარზე აქტიურობას გეგმავს. “ვალენსიას” ერთ-ერთი სამიზნე “იუვენტუსის” 29 წლის თავდამსხმელი ფერნანდო ლიორენტეა.

გავრცელებული ინფორმაციით, “იუვენტუსი”, სათანადო შეთავაზების არსებობის შემთხვევაში, ლიორენტეს დასათმობად მზადაა.

ფერნანდო ლიორენტე “იუვენტუსში” 2013 წელს გადავიდა. ტურინული გუნდის მაისურით მან 44 თამაში ჩაატარა და 18 გოლი გაიტანა.

0.121559