დიდი ალბათობით, ზაფხულის სატრანსფერო სეზონში, ესპანურ “ვალენსიას” თავისი მთავარი ვარსკვლავის – რობერტო სოლდადოს გაყიდვა მოუწევს. ამის შესახებ A Bola იუწყება.
აღნიშნული წყაროს ინფორმაციით, საქმე ისაა, რომ “ღამურები” დიდ ფინანსურ კრიზისში არიან და დანაკლისის შევსება მთავარმეგოლის გაყიდვით სურთ. “ვალენსია” სოლდადოს 35 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეელევა.
ჯერჯერობით, 27 წლის ესპანელისადმი ყველაზე დიდ ინტერესს ლონდონის “ტოტენჰემი” იჩენს.
ცნობისათვის, ესპანეთის პრიმერა დივიზიონის მიმდინარე სეზონის 23 მატჩში, სოლდადომ 12 გოლი და 3 საგოლე გადაცემა მიითვალა.