“ვალენსიას” ახალი მთავარი მწვრთნელი მიროსლავ ჯუკიჩი კლუბის ხელმძღვანელობას “მალიორკასგან” ჯოვანი დოს სანტოსის შეძენას თხოვს. მექსიკელი თავდამსხმელი პრიმერა დივიზიონის გასულ სეზონში თავისი კლუბის შემადგენლობაში ერთ-ერთი საუკეთესო იყო და სერბი სპეციალისტი დარწმუნებულია, რომ დოს სანტოსს ვალენსიელთათვისაც დიდი სარგებლის მოტანა შეუძლია.
ესპანური პრესის ცნობით, “ღამურები” უკვე მზად არიან, ტრანსფერში 6,7 მილიონი ევრო გადაიხადონ, მაგრამ “მალიორკას” ხელმძღვანელები პასუხს არ ჩქარობენ, სავარაუდოდ, უფრო სარფიანი შეთავაზების იმედით.”
აქვე ერთი ახალი ამბავიც, რომელიც “ვალენსიას” ბანაკიდან გამოვიდა. კლუბი კონტრაქტს წყვეტს ნახევარმცველ ფერნანდო გაგოსთან. ეს უკანასკნელი იჯარის წესით არგენტინულ “ველეს სარსფილდში” გამოდის.