ფეხბურთი

4:30 | 25.10.2013 | ნანახია [] - ჯერ

„ვალენსია“ და „ფიორენტინა“ მშვიდად იგებენ

ხუთშაბათს, უეფას ევროპის ლიგის მე–3 ტურის მატჩები ჩატარდა. ჯერჯერობით, პლეი ოფში თამაშის უფლება არცერთ კლუბს მოუპოვებია.

ანდრე ვილაშ–ბოაშის დამოძღვრილი „ტოტენჰემი“ „შერიფს“ ეწვია და შინ 3 ქულით დაბრუნდა, რითაც მომდევნო ეტაპის საგზური თითქმის გაინაღდა. ლონდონელებმა ტირასპოლელებს თითო ტაიმში თითო ბურთი გაუტანეს და ეს იკმარეს.

მე–12 წუთზე, შეტევაში ჩართულმა მცველმა იანვ ვერტონგენმა ინგლისელები წინ გაიყვანა და მასპინძლები რთულ მდგომარეობაში ჩააგდო. ბელგიელი უკანახაზელის მიერ დაწყებული საქმე ჯერმეინ დეფომ მე–2 ტაიმში დაასრულა – ინგლისელმა შორი დისტანციიდან დაჰკრა და ტაბლოზე 0:2 დააფიქსირა.

ინგლისის პრემიერლიგაში მოასპარეზე უელსურმა კლუბმა „სუონსიმ“, რუსულ „ყუბანს“ უმასპინძლა და ქულას დასჯერდა. უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ, „სუონსის“ ლიდერმა მიჩუმ ალეხანდრო პოსუელოს მახვილგონივრული გადაცემა გამოიყენა და თავისი გუნდი წინ გაიყვანა, მაგრამ მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში, „ყუბანის“ ვარსკვლავმა ჯიბრილ სისემ თერთმეტმეტრიანი დარტყმით აღადგინა წონასწორობა და რუსებს ქულა გადაურჩინა.

იოლი გამარჯვება მოიპოვა „ვალენსიამ“, რომელიც „მესტალიაზე“ შვეიცარიუ „სტ.გალენს“ დაუხვდა. საწყისი 70 წუთის განმავლობაში „ღამურებმა“ მეტოქეს 5 უპასუხო ბურთი გაუტანეს და 3 ქულის ბედიც ნაადრევად გაარკვიეს. შვეიცარიელებმა მხოლოდ პრესტიჟის გოლის გატანა მოახერხეს – 5:1.

დიდი ანგარიშით იმარჯვა „ფიორენტინამაც“ – ფლორენციელებმა რუმინული „პანდური“ დაამარცხეს. 26–ე წუთზე, „იების“ ახალწვეულმა ხოაკინ სანჩესმა გახსნა ანგარიში, სულ მალე კი, რიდერის გოლის წყალობით, იტალიელთა უპირატესობა 2–ბურთიანი გახდა.

საბოლოო შედეგი ხუან კუარდადომ დააფიქსირა, რომელმაც მარჯვენა ფრთაზე მიიღო ბურთი და საგოლედ დაჰკრა – 3:0.

 

მე–3 ტურის მატჩების შედეგები ასეთია:

ანჟი – ტრომსო 1:0

შახტიორი (ყარაგანდი) – ალკმაარი 1:1

გენკი – რაპიდი 1:1

დინამო (კიევი) – თუნი 3:0

სლოვანი – სევილია 1:1

ფრაიბურგი – ესტორილი 1:1

ლიონი – რიეკა 1:0

ბეტისი – გიმარაეში 1:0

აპოლონი – ლაციო 0:0

შერიფი – ტოტენჰემი 0:2

პაოკ–ი – მაკაბი (ჰაიფა) 3:2

სუონსი – ყუბანი 1:1

ვალენსია – სტ.გალენი 5:1

ჩერნომორეცი – ლუდოგორეცი 0:1

დინამო (ზაგრები) – პსვ 0:0

ელფსბორგი – ესბიერგი 1:2

ზალცბურგი – სტანდარდი 2:1

უიგანი  – რუბინი 1:1

ვარეგემი – მარიბორი 1:3

პაკოში – დნიპრო 0:2

ფიორენტინა – პანდური 3:0

ბორდო – აპოელ–ი 2:1

აინტრახტი – მაკაბი (თელ ავივი) 2:0

 

A ჯგუფი

1. სუონსი 3 2 1 0 5:1 7
2. ვალენსია 3 2 0 1 7:4 6
3. სტ.გალენი 3 1 0 2 3:6 3
4. ყუბანი 3 0 1 2 1:5 1

B ჯგუფი

1. ლუდოგორეცი 3 3 0 0 6:0 9
2. პსვ 3 1 1 1 2:2 4
3. ჩერნომორეცი 3 1 0 2 2:4 3
4. დინამო (ზაგრები) 3 0 1 2 1:5 1

C ჯგუფი

1. ზალცბურგი 3 3 0 0 8:2 9
2. ესბიერგი 3 2 0 1 5:4 6
3. სტანდარდი 3 0 1 2 3:5 1
4. ელფსბორგი 3 0 1 2 2:7 1

D ჯგუფი

1. რუბინი 3 2 1 0 10:3 7
2. უიგანი 3 1 2 0 4:2 5
3. მარიბორი 3 1 0 2 6:9 3
4. ვარეგემი 3 0 1 2 1:7 1

E ჯგუფი

1. ფიორენტინა 3 3 0 0 8:1 9
2. დნიპრო 3 2 0 1 4:2 6
3. პანდური 3 0 1 2 1:5 1
4. ფერეირა 3 0 1 2 1:6 1

F ჯგუფი

1. აინტრახტი 3 3 0 0 8:0 9
2. მაკაბი (თელ ავივი) 3 1 1 1 2:3 4
3. ბორდო 3 1 0 2 3:6 3
4. აპოელ–ი 3 0 1 2 1:5 1

G ჯგუფი

1. გენკი 3 2 1 0 4:2 7
2. დინამო (კიევი) 3 1 1 1 5:3 4
3. თუნი 3 1 0 2 2:5 3
4. რაპიდი 3 0 2 1 3:4 2

H ჯგუფი

1. სევილია 3 2 1 0 5:2 7
2. სლოვანი 3 1 2 0 5:4 5
3. ფრაიბურგი 3 0 2 1 3:5 2
4. ესტორილი 3 0 1 2 3:5 1

I ჯგუფი

1. ლიონი 3 1 2 0 2:1 5
2. ბეტისი 3 1 2 0 2:1 5
3. გიმარაეში 3 1 1 1 5:2 4
4. რიეკა 3 0 1 2 1:6 1

J ჯგუფი

1. ტრაბზონსფორი 3 2 1 0 7:4 7
2. ლაციო 3 1 2 0 4:3 5
3. აპოლონი 3 1 1 1 2:2 4
4. ლეგია 3 0 0 3 0:4 0

K ჯფუფი

1. ტოტენჰემი 3 3 0 0 7:0 9
2. ანჟი 3 1 1 1 1:2 4
3. შერიფი 3 0 2 1 1:3 2
4. ტრომსო 3 0 1 2 1:5 1

L ჯგუფი

1. პაოკ–ი 3 2 1 0 6:4 7
2. ალკმაარი 3 1 2 0 3:2 5
3. შახტიორი (ყარაგანდი) 3 0 2 1 4:5 2
4. მაკაბი 3 0 1 2 4:6 1


0.204617