ფეხბურთი

2:39 | 27.05.2013 | ნანახია [] - ჯერ

„ვალენსია“ ჩემპიონთა ლიგას მიუახლოვდა

ესპანეთის პრიმერა დივიზიონის მიმდინარე სეზონის მთავარი ინტრიგა ისაა, რომელი კლუბი დაიკავებს მე–4 ადგილს და, შესაბამისად, ჩემპიონთა ლიგის ზონაში მოხვდება. მოგეხსენებათ, ამ პოზიციისთვის ბრძოლა „სოსიედადსა“ და „ვალენსიას“ შორისაა გაჩაღებული. 37–ე ტურის შემდეგ, „ღამურებმა“ ბასკებს 2 ქულით გადაასწრეს, თუმცა გარკვეული ჯერ არაფერია.

„სოსიედადი“ მადრიდის „რეალს“ დაუპირისპირდა და უხვგოლიან ორთაბრძოლაში, ქულა მატჩის უკანასკნელ წუთზე გადაარჩინა. 57–ე წუთისთვის, გონსალო იგუაინისა და ხოსე კალეხონის გოლების წყალობით, მადრიდელები 2–ბურთიანი უპირატესობით იგებდნენ, მაგრამ ხაბი პრიეტომ ჯერ თერთმეტმეტრიანით შეამცირა სხვაობა, შემდეგ კი, ანტონი გრიზმანი გამოეხმაურა კარლოს მარტინესის დაბალ გადაცემას და ანგარიში გაათანაბრა.

მე–80 წუთზე, მეკარესთან პირისპირ გასულმა სამი ხედირამ „რეალი“ კიდევ ერთხელ დააწინაურა და ბევრს ეგონა, რომ ბასკები თამაშის გადარჩენას ვეღარ შეძლებდნენ. ასე არ მოხდა – ხაბი პრიეტომ ახლო მანძილიდან დაჰკრა თავი და ტაბლოზე 3:3 დააფიქსირა.

კატალონიური დერბი შედგა „კორნელია ელ პრატზე“, სადაც „ესპანიოლმა“ „ბარსელონა“ მიიღო. მატჩამდე, სატურნირო ცხრილში ამ გუნდებს შორის 50–ქულიანი სხვაობა იყო, მაგრამ ეს უშუალოდ შეხვედრაზე არ ასახულა. როგორც მოსალოდნელი იყო, დერბი დაძაბულ ორთაბრძოლაში წარიმართა და მსაჯმაც საკმარისად აფრიალა ყვითელ–წითელი ბარათები.

მე–14 წუთზე, მასპინძელთა საჯარიმოში „ბარსას“ შემტევი ალექსის სანჩესი შეიჭრა და თავისი გუნდი დააწინაურა. თამაშის მიწურულს, შეცვლაზე შესულმა ჩავიმ პედრო როდრიგესი გაიყვანა დასარტყმელ პოზიციაზე, ამ უკანასკნელმა კი, ორამდე გაზარდა სტუმართა უპირატესობა. ტიტო ვილანოვას გუნდი სათამაშო უპირატესობას მთელი მატჩის განმავლობაში ფლობდა და დამსახურებულადაც იმარჯვა.

„ვალენსიას“ „გრანადას“ დასამარცხებლად და უმნიშვნელოვანესი 3 ქულის მოსაპოვებლად გოლიც ეყო. „მესტალიაზე“, „ღამურებმა“ ერთი საათის განმავლობაში ვერ შეძლეს სტუმართა კარის აღება, მაგრამ საბოლოოდ, მეტოქე მაინც გატეხეს – მატჩის ბედი რობერტო სოლდადოს ზუსტმა თავურმა გადაწყვიტა.

უგოლოდ დასრულდა „ატლეტიკოსა“ და „მალიორკას“ დაპირისპირება, „ოსასუნამ“ კი, „სევილიასთან“ მატჩში ძალზე საჭირო 3 ქულა აიღო.

 

ბარსელონა. „კორნელია ელ პრატი“.

ესპანიოლი – ბარსელონა 0:2 (0:1)

ესპანიოლი: ალვარესი,კოლოტო, კაპდევილია, ფორლინი, როდრიგესი, ვერდუ (გომესი 89), სანჩესი (სიმაუ 72), ვაკასო, ლოპესი, გარსია, სტუანი (ალფონსო 90).

მწვრთნელი: ხავიერ აგირე

ბარსელონა: ვალდესი, ალვესი, პიკე, ალბა, მასკერანო, ფაბრეგასი, ინიესტა (ჩავი 84), სონგი, ტიაგო, ვილია (პედრო 71), სანჩესი (ტელიო 84).

მწვრთნელი: ტიტო ვილანოვა

გოლები: 0:1 სანჩესი (14), 0:2 პედრო (86)

გაფრთხილებები: როდრიგესი (45), კაპდევილია (81), ვაკასო (81), ფორლინი (88) – ინიესტა (66), ფაბრეგასი (88)

გაძევება: ვაკასო (81)

არში დარტყმა: 6 (2) – 10 (5) ჯარიმა: 13 - 1 კუთხური: 4 - 5 თამაშგარე: 0 - 3 ბურთის ფლობა: 29% - 71%

 

სან სებასტიანი. „ანოეტა“.

სოსიედადი – რეალი 3:3 (0:1)

სოსიედადი: ბრავო, გონსალესი, დე ლა ბელია, კ.მარტინესი, ი.მარტინესი, კასტრო (იფრანი 70), ხაბი პრიეტო, ილიარამენდი (სურუტუსა 59), ბერგარა (ანხელი 81), გრიზმანი, აგირეჩე.

მწვრთნელი: ფილიპ მონტანიე

რეალი: ლოპესი, კარვალიუ, ალბიოლი, არბელოა, მარსელო (ნაჩო 82), კაკა (დი მარია 66), მოდრიჩი, ესიენი, ხედირა, კალეხონი (იოზილი 70), იგუაინი.

მწვრთნელი: ჟოზე მოურინიო

გოლები: 0:1 იგუაინი (6), 0:2 კალეხონი (57), 1:2 ხაბი პრიეტო (64), 2:2 გრიზმანი (78), 2:3 ხედირა (80), 3:3 ხაბი პრიეტო (90)

გაფრთხილებები: ბერგარა (25) – ესიენი (44), ხედირა (63)

არში დარტყმა: 24 (12) – 10 (4) ჯარიმა: 9 - 11 კუთხური: 11 - 5 თამაშგარე: 10 - 2 ბურთის ფლობა: 52% - 48%

 

მადრიდი. „ვისენტე კალდერონი“.

ატლეტიკო – მალიორკა 0:0

ატლეტიკო: კურტუა, მირანდა, ლუისი, გოდინი, ხუანფრანი, გაბი (ლოპესი 64), სუარესი, თურანი (ოლივერი 57), კოკე (როდრიგესი 87), ფალკაო, კოსტა.

მწვრთნელი: დიეგო სიმეონე

მალიორკა: ავატი, ჰატონი, ჟერომელი, ლუნა, ბიხასი, ტისონე, მარტი (ალფარო 75), მარკესი, კასადესუსი (პერეირა 83), დოს სანტოსი, ჰემედი (ნსუე 32).

მწვრთნელი: გრეგორიო მანსანო

გაფრთხილებები: კოსტა (15), გაბი (48), მირანდა (60), სუარესი (81), გოდინი (83) – კასადესუსი (17), ნსუე (62), მარკესი (71), პერეირა (90)

არში დარტყმა: 8 (3) – 7 (4) ჯარიმა: 16 - 8 კუთხური: 7 - 3 თამაშგარე: 5 - 0 ბურთის ფლობა: 47% - 53%

 

ვალენსია. „მესტალია“.

ვალენსია – გრანადა 1:0 (0:0)

ვალენსია: გუაიტა, კოშტა, მატიე, პერეირა, ალბელდა (კანალესი 56), გუარდადო, ბანეგა, პარეხო, ბერნატი (სისოკო 66), სოლდადო, ჟონასი (კოსტა 89).

მწვრთნელი: ერნესტო ვალვერდე

გრანადა: რობერტო, დიაკატე, სიკეირა, ნიომი, მაინსი, ბუონანოტე (არანდა 76), რიკო, რესიო, ტორჟე, ნოლიტო (ანგულო 86), ელ–არაბი (იგალო 72).

მწვრთნელი: ლუკას ალკარასი

გოლი: 1:0 სოლდადო (60)

არში დარტყმა: 13 (5) – 2 (1) ჯარიმა: 14 - 13 კუთხური: 10 - 2 თამაშგარე: 1 - 4 ბურთის ფლობა: 65% - 35%

 

ვალიადოლიდი. „ხოსე სორილია“.

ვალიადოლიდი – სელტა 0:2 (0:1)

ვალიადოლიდი: ხიმენესი, სერენუ (რუედა 62), რუკავინა, ვალიენტე, პენია, ებერტი, ალვარო (სასტრე 46), ოსკარი, პერესი, მანუშუ, ლარსონი (ბუენო 46).

მწვრთნელი: მიროსლავ ჯუკიჩი

სელტა: ვარასი (რუბენი 44), კაბრალი, ბელვისი, ტუნიესი, ლაგო, იუბინია, ფერნანდესი (ორელიანა 64), ინსა, ლოპესი (მადინდა 81), კრონ–დელი, ასპასი.

მწვრთნელი: აბელ რესინო

გოლები: 0:1 კაბრალი (28), 0:2 ასპასი (56)

გაფრთხილებები: ალვარო (33), სასტრე (50), ვალიენტე (55) – კაბრალი (61), ოუბინია (68)

არში დარტყმა: 9 (3) – 9 (5) ჯარიმა: 10 - 6 კუთხური: 3 - 3 თამაშგარე: 2 - 0 ბურთის ფლობა: 49% - 51%

 

პამპლონა. „ელ სადარი“.

ოსასუნა – სევილია 2:1 (0:0)

ოსასუნა: ფერნანდესი, დამია, რუბენი, ბერტრანი, არიბასი, შოჯაეი (ლიორენტე 56), პუნიალი, სილვა, დე ლას კუევასი (სეხუდო 72), არმენტეროსი, სოლა (სანხურხო 84).

მწვრთნელი: ხოსე ლუის მენდილიბარი

სევილია: ბეტუ, ნავარო, კოკე (სისინიო 46), კალა, ბოტია (პუერტო 68), ნავასი, რაკიტიჩი, მედელი, პეროტი (დიავარა 75), კონდოგბია, ნეგრედო.

მწვრთნელი: უნაი ემერი

გოლები: 0:1 ნეგრედო (50), 1:1 პუნიალი (63), 2:1 სეხუდო (79)

გაფრთხილებები: ბერტრანი (85), დამია (86), ფერნანდესი (90) – ბოტია (60), კონდოგბია (62)

არში დარტყმა: 7 (4) – 6 (1) ჯარიმა: 10 - 6 კუთხური: 5 - 4 თამაშგარე: 1 - 3 ბურთის ფლობა: 51% - 49%

 

ხეტაფე. „კოლიზეუმ ალფონსო პერესი“. 7300

ხეტაფე – რაიო 1:2 (0:0)

ხეტაფე: მოია, ვალერა, ლოპესი, ფერნანდესი, ესკუდერო (მანე 62), ლაფიტა, ლეონი, მიჩელი (ვასკესი 74), კასტრო, ტორესი, ბარადა (სარაბია 90).

მწვრთნელი: ლუის გარსია პლასა

რაიო: რუბენი, არბილია, ფიგერასი, ნაჩო, ხალვესი, ფუეგო, ვასკესი (პერეა 79), ტრასორასი, კარლოსი, პიტი (ბანგურა 70), დომინგესი (დელიბაშიჩი 88).

მწვრთნელი: პაკო ხემესი

გოლები: 1:0 ლოპესი (48), 1:1 დომინგესი (54), კასტრო (90ს.კ)

გაფრთხილებები: მიჩელი (12), ვალერა (19), ფერნანდესი (22), ლაფიტა (66), კასტრო (82) – არბილია (30), კარლოსი (36), ფიგერასი (40), ვასკესი (45), ნაჩო (67)

არში დარტყმა: 6 (5) – 5 (2) ჯარიმა: 10 - 9 კუთხური: 10 - 7 თამაშგარე: 1 - 2 ბურთის ფლობა: 45% - 55%

 

ბილბაო. „სან მამესი“.

ბილბაო – ლევანტე 0:1 (0:0)

ბილბაო: ირაისოსი, ირაოლა, სან–ხოსე, ორტენეჩე, გურპეგი, იტურასპე, ერერა (ტოკერო 68), დე მარკოსი, სუსაეტა (გომესი 55), ადურისი (ლიორენტე 76), მუნიაინი.

მწვრთნელი: მარსელო ბიელსა

ლევანტე: ნავასი, ნავარო, კარაბელასი, ვინტრა, როდასი, დიოპი, ვალდო, იბორა, რიოსი (ელ–ზჰარი 73), გარსია (ხუანლუ 80), აკვაფრესკა (მიჩელი 68).

მწვრთნელი: ხუან იგნასიო მარტინესი

გოლი: 0:1 ხუანლუ (90)

გაფრთხილება: ერერა (63)

გაძევება: მუნიაინი (62)

არში დარტყმა: 10 (4) – 5 (3) ჯარიმა: 9 - 7 კუთხური: 8 - 3 თამაშგარე: 0 - 1 ბურთის ფლობა: 70% - 30%

 

მალაგა. „ლა როსალედა“.

მალაგა – დეპორტივო 3:1 (1:0)

მალაგა: კაბალიერო, დემიკელისი, ველიგტონი, ხამესი, ხოაკინი (დუდა 86), ტულალანი, ბაპტიშტა, იტურა (კამაჩო 58), ელიზეუ, ისკო, სავიოლა (ფერნანდესი 66).

მწვრთნელი: მანუელ პელეგრინი

დეპორტივო: არანსუბია, კაშტრუ, აიოსე (ოლივეირა 66), აიტამი (ალექსი 83), სილვიუ (სალომანი 70), ვალერონი, აგილარი, დომინგესი, გამა, რიკი, პიცი.

მწვრთნელი: ფერნანდო ვასკესი

გოლები: 1:0 სავიოლა (45), 2:0 ბაპტიშტა (65), 2:1 სალომანი (76), 3:1 ისკო (80)

გაფრთხილებები: იტურა (56), ხამესი (90) – დომინგესი (67)

არში დარტყმა: 12 (8) – 14 (4) ჯარიმა: 12 - 6 კუთხური: 5 - 6 თამაშგარე: 1 - 3 ბურთის ფლობა: 46% - 54%

 

სევილია. „ბენიტო ვილიამარინი“.

ბეტისი – სარაგოსა 4:0 (2:0)

ბეტისი: ადრიანი, ნაჩო, ლოპესი, პაულანი, ამაია, სევილია, ბენიატი, პერესი (გარსია 89), კასტრო, მოლინა (კარლოსი 69), პაბონი (კემპბელი 76).

მწვრთნელი: პეპე მელი

სარაგოსა: ხიმენესი, საპუნარუ (ფერნანდესი 59), ლოვენსი, მინერო, გონსალესი, აპონიო, მონტანიესი, ხოსე მარი, პოშტიგა, როდრი (ბენვენიუ 72), რორიგესი (როჩინა 46).

მწვრთნელი: მანოლო ხიმენესი

გოლები: 1:0 კასტრო (1), 2:0 პაბონი (17), 3:0 მოლინა (51), 4:0 პაბონი (71)

გაფრთხილებები: ადრიანი (31), ამაია (32) – მინერო (15), საპუნარუ (36), ლოვენსი (76), ხოსე მარი (83)

არში დარტყმა: 8 (5) – 11 (3) ჯარიმა: 20 - 12 კუთხური: 4 - 4 თამაშგარე: 3 - 8 ბურთის ფლობა: 52% - 48%

0.227965