კატალონიური “ბარსელონას” ხელმძღვანელობა უახლოესი მატჩისთვის მოედანზე ძირითადი მეკარის - ვიქტორ ვალდესის დაბრუნებას ელოდება.
31 წლის კარის დარაჯმა Marca-ს პირადად განუცხადა, რომ ფეხის ტრავმა სრულად მოიშუშა და როგორც მოსალოდნელი იყო, გუნდს ახალი წლის პირველ მატჩში დაუბრუნდება.
2014 წლის 5 იანვარს კატალონიელები “ელჩეს” უმასპინძლებენ. ვალდესმა ტრავმა 19 ნოემბერს, ესპანეთის ნაკრების შემადგენლობაში თამაშისას მიიღო.