დიდი ალბათობით, კატალონიის “ბარსელონას” მეკარე ვიქტორ ვალდესი სეზონის ბოლოს “მონაკოს” მიაშურებს, ხერარდო მარტინოს გუნდში კი, მის ადგილს “გლადბახელი” მარკ-ანდრე ტერ შტეგენი დაიკავებს. ამის შესახებ Cadena Ser-ი იუწყება.
როგორც ირკვევა, კატალონიელები მიონხენგლადბახელებს მეკარის ტრანსფერზე უკვე შეუთანხმდნენ. შტეგენის სანაცვლოდ, გერმანელები 8 მილიონ ევროს მიიღებენ.
რაც შეეხება ვალდესს, მას კატალონიელებთან მოქმედი კონტრაქტი ზაფხულში ეწურება და თითქმის გადაწყვეტილია, რომ “მონაკოში” თავისუფალი აგენტის სტატუსით ჩაირიცხება.