კატალონიის “ბარსელონას” კარის დარაჯი ვიქტორ ვალდესი “ბეტისთან” გასამართ შეხვედრაში მონაწილეობას ვერ მიიღებს. ამის მიზეზი მარცხენა ფეხის ტრავმაა.
ვალდესს დღევანდელ ვარჯიშში მონაწილეობა არ მიუღია და ცნობილი გახდა, რომ ის კვირას გასამართ მატჩამდე გამოჯანმრთელებას ვერ მოასწრებს. ვალდესის დაბრუნებას “ატლეტიკოსთან” გასამართი შეხვედრისთვის ელიან.
კარგი ამბავი ისაა, რომ სრული დატვირთვით ივარჯიშეს ლიონელ მესიმ, ერიკ აბიდალმა და სერხიო ბუსკეტსმა. კვლავ ლაზარეთში რჩებიან კარლეს პუიოლი და ხავიერ მასკერანო.