“რეალის” ყოფილი ფეხბურთელი, მწვრთნელი და სპორტული დირექტორი ხორხე ვალდანო მიიჩნევს, რომ მადრიდელთა ლეგენდა რაული, მომავალში, “სამეფო კლუბის” მთავარი მწვრთნელი გახდება.
“რაულის ხვედრია იქცეს “მადრიდელ გვარდიოლად”. რა თქმა უნდა, ის სხვა გზით წავა და თამაშის განსხვავებულ სტილს აირჩევს. რაული პეპის კოპირებას არ დაიწყებს.
ეჭვი არ მეპარება, რომ რაული “რეალში” მწვრთნელად დაბრუნებისთვის ემზადება. ამ მომენტს მოუთმენლად ველი. მას შეუძლია გუნდს გამარჯვებები კვლავ მოუტანოს.” – აცხადებს ხორხე ვალდანო.
რაულ გონსალეს ბლანკო “რეალში” 1994-2010 წლებში თამაშობდა. მადრიდელთა გუნდის მაისურით ჩატარებულ 741 მატჩში მან 323 გოლი გაიტანა.