მადრიდის “რეალის” ყოფილი გენერალური დირექტორი ხორხე ვალდანო თვლის, რომ “სამეფო გუნდის” ყოფილმა დამრიგებელმა, ჟოზე მოურინიომ კლუბის ხელმძღვანელობის იმედები ვერ გაამართლა.
“ტიტულების გათვალისწინებით, მოურინიოს დროს, “რეალი” საშუალოზე დაბალი დონის გუნდი იყო.” – აცხადებს ვალდანო Marca-სთან საუბრისას.
შეგახსენებთ, რომ ვალდანომ “რეალი” სწორედ მოურინიოსთან კონფლიქტის გამო დატოვა. თავად პორტუგალიელმა, 3 წლის განმავლობაში, მადრიდელებს თითოჯერ ლა ლიგა, ესპანეთის თასი და სუპერთასი მოაგებინა.