მადრიდის “რეალის” ყოფილი გენერალური დირექტორი ხორხე ვალდანო მიიჩნევს, რომ თამაშის ხედვით ხოსეპ გვარდიოლას ყველა მწვრთნელისგან გამოირჩევა.
“თანამედროვე მსოფლიო ფეხბურთში ტაქტიკას განსაკუთრებული ფასი აქვს. მწვრთნელები უკვე ფეხბურთელებზე მნიშვნელოვანი ფიგურები გახდნენ. მათი უმრავლესობა შედეგზეა ორიენტირებული და არა უშუალოდ თამაშზე. როგორც წესი, მხოლოდ ის გუნდი უტევს, რომელიც აგებს. სწორედ ამიტომაა გვარდიოლა ჩვენი დღეების დიდი რევოლუციონერი. მან შედეგს თამაშის სიყვარულით მიაღწია” – განაცხადა ვალდანომ.