ფეხბურთი

11:56 | 8.11.2013 | ნანახია [] - ჯერ

ვალდანო: “დი მარიას და ისკოს სანერვიულო აქვთ”

 

მადრიდის “რეალის” ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა ხორხე ვალდანომ, ერთ-ერთ ესპანურ სპორტულ გამოცემასთან ინტერვიუში, მიმდინარე სეზონში “სამეფო კლუბის” მიერ ნაჩვენებ თამაშზე ისაუბრა. არგენტინელი სპეციალისტის აზრით, მწვრთნელის მთავარი თავსატეხი ნახევარდაცვის ხაზია.

“რა გასაკვირია, რომ “რეალის” გულშემატკივრები უფრო სტაბილურ და ხარისხიან თამაშს ელიან. ამისთვის კარლო ანჩელოტის პირველყოვლისა შუა ხაზის დალაგება სჭირდება. თუკი იგი 4-3-3 სისტემას ანიჭებს უპირატესობას, მაშინ ანხელ დი მარიას და ისკოს სხვებზე მეტი სანერვიულო აქვთ” – განაცხადა ვალდანომ.

0.125277