ფეხბურთი

14:44 | 24.02.2014 | ნანახია [] - ჯერ

ვალბუენას ესპანეთში სურს

ფრანგული “მარსელის” ნახევარმცველ მატიე ვალბუენას ძალების მოსინჯვა მადრიდის “ატლეტიკოში” სურს. როგორც ირკვევა, ფრანგს ესპანეთის პრიმერა დივიზიონში გადაბარგების შანსი ზაფხულში ჰქონდა.

“ზაფხულში, ინტერესი “ზენიტისა” და “შალკეს” მხრიდან იყო, მაგრამ მე “ატლეტიკოს” ვარიანტი მაინტერესებდა, რადგან ესპანური ფესვები მაქვს. ესპანეთში გადასვლაზე დღემდე ვფიქრობ”, - განუცხადა ვალბუენამ Goal-ს.

აღსანიშნავია, რომ 29 წლის ვალბუენას “მარსელთან” კონტრაქტი 2017 წელს ეწურება.

 

0.118924