“მარსელში“ მობურთალი ფრანგ მატიე ვალბუენას თავს მთლად კარგი ამბები რომ არ ხდებოდა, ამას ევროპული ტაბლოიდები ადრევე ეჭვობდნენ. ფრანგი ფეხბურთელი საზოგადოებაში ყოფნას კეთროვანივით გაურბოდა და ეჭვებს კიდევ უფრო უმძაფრებდა ისედაც ეჭვებით გაძეძგილ ადამიანებს.
ახლა კი, ცნობილი გახდა, რომ მატიე ვალბუენას სახეცვლილების მიზეზი ერთი შეხედვით ბანალური, თუმცა მეტად მნიშვნელოვანი ყოფილა. საქმე ისაა, რომ თურმე ფრანგი ფორვარდი თავის გულისსწორს, ჟანეტა ამიერის გაშორდა და ეს განშორება საკმაოდ რთულად გადაიტანა.
ჟანეტა ერთი ჩვეულებრივი ფრანგი გოგონაა, რომელიც მატიე ვალბუენამ 2009 წელს გაიცნო. ამის შემდეგ, წყვილი ერთმანეთს სისტემატიურად ხვდებოდა, თუმცა ჟანეტა ჟურნალისტებთან მაინცდამაინც გულგახსნილი არ იყო და ვალბუენას სასიყვარულო ამბების დიდი ნაწილი ბურუსით იყო მოცული. მატიემ შეყვარებული სამხრეთ აფრიკაში, 2010 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზეც წაიყვანა, თუმცა ამას საფრანგეთის ნაკრებისა და კონკრეტულად, ვალბუენასათვის დიდი სიკეთე არ მოუტანია.