გერმანული “დორტმუნდის” მეკარე რომან ვაიდენფელერი ტრავმირებულია და ჯერჯერობით უცნობია, როდის მოახერხებს ის თამაშს.
ვაიდენფელერმა ხელის მტევანი “რეალთან” ჩემპიონთა ლიგაზე გამართულ დაპირისპირებაში დაიზიანა.
“მოტეხილობა არ მაქვს, მაგრამ ტრავმა საკმაოდ სერიოზულია.” – აცხადებს თავად ფეხბურთელი.
ჯერჯერობით უცნობია, რამდენი დრო დასჭირდება 33 წლის მეკარის მკურნალობას, მაგრამ ბუნდესლიგის მომდევნო ტურში, “ვოლფსბურგის” წინაარმდეგ მისი თამაში თითქმის გამორიცხულია.