დორტმუნდის “ბორუსიას” მეკარე რომან ვაიდენფელერი დარწმუნებულია, რომ ჩემპიონთა ლიგის თასის მოსაპოვებლად “ბორუსია” აბსოლუტურად მზადაა. შეგახსენებთ, დორტმუნდელები 25 მაისს, ლიგის ფინალში მიუნხენის “ბაიერნს” დაუპირისპირდებიან.
“ჩვენ უკვე მოვუგეთ “ბაიერნს” გერმანიის თასის ფინალში და ახლაც მოსაგებად ვართ შემართულები. “ბორუსიამ” იცის, რის ხარჯზე უნდა იმარჯვოს. დაცვაში დამაჯერებლად უნდა ვითამაშოთ და ამასთან, აქტიურადაც შევუტიოთ, მაგრამ აქვე დავამატებ, სასურველი შედეგის მისაღწევად მოვლენები ჩვენთვის სასურველი სცენარით უნდა განვითარდეს”, – განაცხადა ვაიდენფელერმა ერთ-ერთ გერმანულ სპორტულ გამოცემასთან საუბრისას.