"ფრაიბურგსა" და "ჰერტას" ამ ტურამდე მოგება არ ჰქონდათ. ასევე დარჩნენ, რადგან ურთიერთშეხვედრა 2:2 დაასრულეს. ახლა 4 ტურში ორივე გუნდს 2 ქულა აქვს.
მასპინძლები ორჯერ იგებდნენ, მაგრამ "ჰერტას" ჰყავდა ბრაზილიელი რონი, რომელმაც ორივე გოლი ოსტატური საჯარიმო დარტყმით გაიტანა. "ფრაიბურგი" 30-ე წუთზე კემპფის თავურმა გაიყვანა წინ, რასაც ბრაზილიელმა მალევე უპასუხა გოლით და ტაიმი ასე დასრულდა.
მეორე ნახევარში კლაუსმა ძლიერად დაარტყა მეკარისგან ახლო კუთხეში, ბურთი კი ძელს მოხვდა და ისე შევარდა კარში. მსაჯის მიერ დამატებულ მეექვსე წუთზე კი, დედაქალაქელები მარცხს გადაურჩნენ – რონიმ მეკარე ბურკი უსაქმოდ დატოვა. ამ დროს "ჰერტა" 10 კაცით თამაშობდა, რადგან ნიკო შულცი ბოლო იმედის ჯარიმისთვის გააძევეს.
ფრაიბურგი – ჰერტა 2:2 (1:1)
ფრაიბურგი: ბურკი, გიუნტერი, კემპფი, კრმაში, ზორგი (მუჟდა 46), დარიდა (ჰოლფერი 88), გუიდე, შმიდი, შუსტერი, კლაუსი, ფილიპი (ფრანცი 68)
მწვრთნელი: კრისტიან შტრაიხი
ჰერტა: კრაფტი, ჰეგელერი, ბრუქსი, პეკარიკი, ჰასოგაი, ლუსტენბერგერი (ჰეიტინგა 75), რონი, შულცი, ბერენსი, ჰარაგუჩი (შტოკერი 68), შიბერი (კალუ 46)
მწვრთნელი: იოს ლუჰუკაი
გოლები: 1:0 კემპფი (30), 1:1 რონი (36), 2:1 კლაუსი (79), 2:2 რონი (90+6)
გაფრთხილება: რონი (26), ბრუქსი (51), შტოკერი (70), ჰეგელერი (82)
გაძევება: შულცი (90+3)
ილია კახელიშვილი