ინტერვიუები

15:49 | 25.02.2011 | ნანახია [] - ჯერ

ვაცკე ჩემპიონობას და ფეხბურთელებს არ დათმობს

გერმანიის ბუნდესლიგის XXIV ტურის და ზოგადად, წლევანდელი გათამაშების ცენტრალურ შეხვედრაში, ქვეყნის ჩემპიონი და მიმდინარე გათამაშების მეორეადგილოსანი მიუნხენის “ბაიერნი” ლიდერ “დორტმუნდს” დაუხვდება.
 მომავალი დაპირისპირების წინ, დორტმუნდელთა პრეზიდენტი, ჰანს იოახიმ ვაცკე Bild-ს ესაუბრა და აღიარა, რომ “ბაიერნი” ახლაც ბუნდესლიგის საუკეთესო კლუბად რჩება. მიუხედავად ამისა, “დორტმუნდი” ჩემპიონობისთვის ბოლომდე იბრძოლებს და სეზონის დასრულების შემდეგ, არც გუნდის წამყვან მოთამაშეებს შეელევა.   
- გამარჯვების შემთხვევაში, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ “დორტმუნდი” ჩემპიონატს მოიგებს?
- გასაგებია, რომ ეს შეხვედრა იმ კატეგორიათა რიცხვს განეკუთვნება, რომელშიც 6 ქულაზე მიდის თამაში, მაგრამ ტიტულის ბედი სხვა მატჩებში გადაწყდება.
- “ბაიერნის” პრეზიდენტ ული ჰიონესის პროგნოზით, მისი გუნდი 2:0 მოიგებს...
- ეს მისი უფლებაა. თამაშის შემდეგ ვნახავთ, რამდენად ახდება მისი წინასწარმეტყველება. მშობლებმა მორიდებულ ადამიანად აღმზარდეს და პროგნოზისგან თავს შევიკავებ.
- 13 ქულიანი ჰანდიკაპი საკმარისი უნდა იყოს, რათა თქვენმა გუნდმა “ბაიერნის” ჰეგემონია დაამხოს...
- “ბაიერნი” ბუნდესლიგის საუკეთესო გუნდად რჩება, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ მიუნხენელებმა ყველა შეხვედრაში უნდა მოგვიგონ.
- არ გეშინიათ იმის, რომ სეზონის დასრულების შემდეგ “ბაიერნი” თქვენი ვარსკვლავების გადაბირებას ეცდება?
- რაღა თქმა უნდა, მსგავსი მცდელობები იქნება, თუმცა, ჩვენ საკვანძო მოთამაშეებთან ხანგრძლივი ხელშეკრულება გვაკავშირებს. ჩვენ მათ არ დავთმობთ. ისედაც, არა მგონია, რომ ბიჭებიდან ვინმეს გუნდის დატოვება სურდეს.


 

0.119555